დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე – კახაბერ გულედანი დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მოსასვენებელი სივრცეები დიღმის მასივის პირველი კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ და თევდორე მღვდლისა და თემურ ფიფიას ქუჩების კვეთაზე მოეწყო.
სკვერების ტერიტორია, ჯამურად, 4 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის მიხედვით დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო განათების სისტემა.
სივრცეში განთავსდა საბავშვო და სპორტული ზონები, საპარკო სკამები და ურნები. ასევე, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 541 560 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები