უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე პასუხისმგებელი მთლიანად რუსული საზოგადოებაა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია რუსებთან საუბრის გაგრძელება, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა „მათ მიერ არჩეულ ლიდერს უფლება მისცეს, დაეკავებინა და გაენადგურებინა სხვა ქვეყნის მიწა”.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საზოგადოებაში “არსებობენ კრიმინალები და არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დუმდნენ და შემდეგ თქვეს: “ჩვენ არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ”.
ზელენსკიმ მოუწოდა რუსულ საზოგადოებას “არ შეშინდეს”და ქუჩაში გავიდეს.
“ის ვინც აგრესიას შეეწინააღმდეგა, მანამდე მრავალი წელი დუმდა”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.