ნევროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები – ინტერვიუ რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
რესპუბლიკური საავადმყოფო 2022 წლის მაისის თვიდან ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკამ არა მხოლოდ კოვიდ პაციენტების, არამედ სხვადასხვა პროფილის პაციენტების მიღებაც დაიწყო. მათ შორის, ნევროლოგიური პაციენტებისაც.
რა სიახლეებია და რა იგეგმება ნევროლოგიის კუთხით, არსებულის განახლება და ახალი ურთიერთობების დანერგვა უცხოეთის წამყვან კლინიკებთან – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “კვირას” ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია რუხაძე ესაუბრა.
– რესპუბლიკური საავადმყოფო პანდემიის დაწყების პირველი დღიდანვე ჩაერთო პროცესში, თავიდან კლინიკა გადაკეთდა საკარანტინე სივრცედ, შემდეგ კოვიდკლინიკად. შესაბამისად, 2020 წლის მარტიდან მოყოლებული კლინიკას მულტიპროფილური მუშაობა არ უწარმოებია. 2022 წლის მაისიდან უკვე მოგვეცა საშუალება გადავსულიყავით მუშაობის ჩვეულ რიტმზე და ხელახლა გვემუშავა მულტიპროფილურ რეჟიმში, რაც კოვიდის პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ნევროლოგიური გუნდი გამოცდილი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ვართ 24/7 მუშაობის რეჟიმში. გვაქნს ყველა ტიპის ნევროლოგიური პაციენტის მართვის შესაძლებლობა. ინსულტის ჯგუფის თაოსნობით, რომლის შემადგენლობაში ნევროლოგების გარდა შედიან ნეიროქირურგები, რადიოლოგები, ანგიოლოგები, გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტები, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია ახალი სერვისების განსახორციელებლად, რაც ინსულტის შემთხვევაში თრობოლიზისსა და თრომბექტომიას გულისხობს. ნევროლოგიის დეპარტამენტის პრიორიტეტული მიმართულებაა ასევე რთულად მართვადი ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების თერაპიის სრულყოფა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. პროექტში ჩართულია ქ. ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის ცენტრის ხელმძღვანელი – პროფესორი ეკატერინე პატარაია. ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება არსებული ტექნიკური ბაზა, რაც ჩვენი კლინიკის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს უცხოელი სპეციალისტების მხარდაჭერით, მაღალი დონის სერვისი შესთავაზოს, როგორც ამბულატორულ ასევე ურგენტულ პაციენტებს. ნევროლოგიის დეპარტამენტის კლინკური ნეიროფიზიოლოგიის მიმართულება რუტინული ციფრული ელექტროენცეფალოგრაფიული გახანგრძლივებული ელექტროენცეფალოგრაფიული, ელექტრონეირომიოგრაფიული, პოლისომნოგრაფიული კვლევებით წლებია ემსახურება და აგრძელებს როგორც გადაუდებელი, ასევე ამბულატორიული პაციენტების მომსახურეობას 24 საათიან რეჟიმში.
განახლდა აქტიური მხარდაჭერის პროექტები უცხოეთის წამყვან კლინიკებთან, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართული ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ სერვისში.
დღევანდელი ნერვოლოგიის დეპარტამენტი ამაყობს იმ უდიდესი ადამიანებით, რომლებიც წლების განმავლობაში აღნიშნული კლინიკის ბაზაზე მოღვაწეობდნენ და არაერთი თაობა აღზარდეს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყოველთვის იდგეს მოწინავეთა რიგებში ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე.