რატი ბრეგაძე: სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზებით მოეპოვებინა ხელისუფლება – მას მერე, რაც ეს გეგმა ვერ განხორციელდა ამუშავდა სხვა მანქანა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზებით მოეპოვებინა ხელისუფლება. მას მერე, რაც ეს გეგმა ვერ განხორციელდა ამუშავდა „სხვა მანქანა“.
„შემდგომში უკვე მიხვდნენ და გამოიტანეს დასკვნა, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა ვერც მუქარით, ვერც მხარდამჭერების შეკრებით, ვერც გზების ბლოკირებით და აქ ჩაირთო და ამუშავდა უკვე სხვა მანქანა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზირებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად დაზიანების გზით სააკაშვილის გათავისუფლებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.