მაკა ბოჭორიშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს, მარსელ როთიგსა და საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს ია თიკანაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ პროცესში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისადმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერას.

მხარეებმა, საქართველოს პარლამენტთან ფონდის მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აღნიშნეს და ასევე, განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ფონდს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრისას, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე მათ შორის, ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესში თანამშრომლობაზე, შეთანხმდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები