“ევროკავშირის მინისტრებმა სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე იმსჯელეს, გადაწყვეტილება მიღებული არ არის” – ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 12 დეკემბერს ბრიუსელში შეხვედრის დროს, უკრაინის საკითხზე ტრიბუნალის შექმნის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, გვჭირდება თუ არა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გარდა რაიმე სხვა, უკრაინაში დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად. კომისიასთან ერთად, მინისტრებს წარვუდგინე წინადადება, რომელსაც ისინი განიხილავენ. ორშაბათს, განვიხილავდით იმას, თუ რა არის დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა. მაგრამ შედეგის გარეშე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, არის თუ არა კიდევ რამე საჭირო. საინტერესო დისკუსიაა, რომელსაც ამ დროისთვის კონკრეტული პასუხი არ აქვს“, – განაცხადა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები