ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ერთ კონკრეტულ ადამიანსა და მის ბედზეა მორგებული
“ვერცერთი კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი – ვერც მიხეილ სააკაშვილის, ვერც ნიკოლოზ სამხარაძის და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქის, ვერ გახდება შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ერთ კონკრეტულ ადამიანსა და მის ბედზეა მორგებული.
„ვერცერთი კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი – ვერც მიხეილ სააკაშვილის, ვერც ნიკოლოზ სამხარაძის და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქის, ვერ გახდება შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, იმიტომ რომ ევროკავშირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ერთ კონკრეტულ ადამიანსა და მის ბედზე არის მორგებული და იმის მიხედვით წყვეტს, მიიღოს თუ არა ქვეყანა ორგანიზაციაში. ეს ნამდვილად ასე არ არის“, – განაცხადა სამხარაძემ.