„ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე, შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს,“ — ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც მისმა ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა გაასაჯაროვა.
“ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც ამ ეტაპზე კატეგორიულად მთხოვენ, რომ შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ თითქოს მე თვითონ ზიანს ვიყენებ. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ. რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც. იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.