ნორა კვიციანი კოდორის ხეობის მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის ტაძრის ეზოში დაკრძალეს
დედა ქეთევანი, ერისქალობაში ნორა კვიციანი კოდორის ხეობის მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის ტაძრის ეზოში დაკრძალეს, მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ნორა კვიციანი წინა ხელისუფლების დროს, 2006 წელს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით გაასამართლეს. მან ციხეში 6 წელი გაატარა.
კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ის ყველა ეპიზოდში გაამართლა.