ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობაზე”: სიბნელე და უინტელექტობა იყო მათი მთავარი პრობლემა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღესაც, როცა ოპოზიციაში არიან

“პირდაპირ ჩანს, თუ რამდენად ბნელი და უინტელექტო შემადგენლობა არის თავმოყრილი იმ პოლიტიკურ პარტიაში, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს.

„ვიღაცები კიდევ შეფუთული სახით ჰყავდათ, დღეს გამოჩნდა, რომ ხაბეიშვილის, მელიას, მუმლაძის, მამულაშვილის სახით, თუკი ვინმე უინტელექტო შეიძლება – ქართულ საზოგადოებაში ამოარჩიო, ყველას აქვს ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე პრეტენზია. ყველა არის ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი ფიგურები. საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს, ეს ძალიან კარგია. ადრე თუ რაღაცები შეფუთული ჰქონდათ ახლა პირდაპირ ჩანს, თუ რამდენად ბნელი და უინტელექტო შემადგენლობა არის თავმოყრილი იმ პოლიტიკურ პარტიაში, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. ბნელები რომ არ ყოფილიყვნენ, იმ დანაშაულებსაც ვერ ჩაიდენდნენ, რაც თავის დროზე ჩაიდინეს. ბნელი რომ არ იყო, 100 კაცს წელიწადში ციხეში ან ციხის გარეთ არ მოკლავ, ბიზნესის რეკეტი არ იქნება შენი მთავარი ხელწერა და ა.შ. სიბნელე და უინტელექტობა იყო მათი მთავარი პრობლემა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და დღესაც, როცა ოპოზიციაში არიან. ეს არის კრიმინალების პარტია და მათ დანაშაულებრივ საქმიანობას აქვს მთავარი მიზეზი, ეს არის სიბნელე და უინტელექტობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები