კახა კალაძე: მოვისმინეთ, რომ სააკაშვილი სანამ შემოვიდოდა კონტრაბანდისტულად, ჩაიტარა ოპერაცია კუჭზე, პატიმარი როცა არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის შემოვიდოდა კონტრაბანდისტულად, მანამდე ჩაიტარა ოპერაცია კუჭზე. შესაბამისად, ძალიან მარტივია, როცა პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მე, რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი უწყება ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

„შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტებები. მე მივესალმები ასევე იმ გადაწყვეტილებას, რაზეც იუსტიციის მინისტრი საუბრობდა, რომ თუ საჭიროა და საჭიროდ მიიჩნევენ ექიმები, შესაბამისი უწყება მისცემს უფლებას, ჩამოიყვანონ ექიმები. თუ საქართველოში, როგორც ამბობენ, ვერ მოხდება განკურნება, ჩამოიყვანონ სპეციალისტები, ვინც უშუალოდ ჩართული იქნება ამ პროცესში. შესაბამისი უწყება ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, რაც მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემთხვევაშიც იგივე მიდგომებია. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის შემოვიდოდა კონტრაბანდისტულად, მანამდე ჩაიტარა ოპერაცია კუჭზე. შესაბამისად, ძალიან მარტივია, როცა პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მე, რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. სხვა, თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები