კახა კალაძე: პოლიტიკოსებმა ჩვენს საქმეს მივხედოთ, შესაბამისი უწყება მიხედავს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას

“როდესაც პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, არის მისი გადაწყვეტილება – პოლიტიკოსებმა ჩვენს საქმეს მივხედოთ, შესაბამისი უწყება მიხედავს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს ძალიან სამწუხაროა.

„როდესაც პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, არის მისი გადაწყვეტილება. მე, რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს არის ძალიან სამწუხარო. ყველაზე მეტს პოლიტიკოსები საუბრობენ. მათ ყველაზე ნაკლები უნდა ისაუბრონ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსებმა ჩვენს საქმეს მივხედოთ, შესაბამისი უწყება მიხედავს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები