ალუდა ღუდუშაური: ჩემი დიდი პატივისცემა თითოეულ იმ მებრძოლს, ვინც ოკუპანტთან პირისპირ იბრძვის და იბრძვის სიმართლისთვის
“ჩემი დიდი პატივისცემა თითოეულ იმ მებრძოლს ვინც ოკუპანტთან პირისპირ იბრძვის და იბრძვის სიმართლისთვის, მინდა ყველას ვუთხრა – იყვნენ მხნედ და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, გმირი ჯარისკაცების თავდადება მომავალ თაობებსაც ემახსოვრება.
“იდეისთვის, სიმართლისთვის ბრძოლა არის ყველაზე მთავარი, ეს არის წმინდა და ამას არ უნდა შევეხოთ. ამიტომ, უნდა გავმიჯნოთ ის მებრძოლი გმირი ჯარისკაცები, ჩვენი სამხედროები, რომელთა თავდადებაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ასევე ემახსოვრება ჩვენს მომავალ თაობას”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.