სვენ მიქსერი – სააკაშვილზე: ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე და ეს არის თავიდან ბოლომდე ჰუმანიტარული საკითხი

“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. ამიტომ, მინდა, ხაზი გავუსვა მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ ნიადაგზე გათავისუფლების და ვადის გადავადების აუცილებლობას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თემა ჰუმანიტარული საკითხია.

„არ მგონია, აუცილებელი იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაელოდოს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის შესახებ მიმდინარე დებატების დასრულებას და დასკვნების გაკეთებას, თუ როგორ იქნება საბოლოო შეფასება. ეს საერთოდ სხვა საკითხია. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე და ეს არის თავიდან ბოლომდე ჰუმანიტარული საკითხი. ძალიან მკაფიოდ განმარტა დებატებზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მიიღოს სათანადო მკურნალობა. ყველა პატიმრის ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. ეს არის საკითხი, რომელიც ხელისუფლების მიერ გარანტირებული უნდა იყოს. სამედიცინო სერვისებზე წვდომა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს ძალიან მარტივი საკითხია“, – განაცხადა მიქსერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები