კახა კალაძე: თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, მაშინ თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც

თბილისის მერი კახა კალაძე მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“საოცარ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში.

თუ არ ვცდები, სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატიც გამოვიდა და თქვა, რომ თუ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება – საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

საერთოდ მაშინ რა საჭირო იყო იმ 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად მაშინ რა საჭიროა მისი შესრულება ხო? თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ, სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისთვის დაიტოვონ ეს არაფრის მომცემი სტატუსიც მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს კი ყოველთვის გავაკეთებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები