საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირებაა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ წუთებში ხმაურია. ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებაც მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელ ნიკა აბრამიშვილს სასამართლოს ეზოში გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
მათ აბრამიშვილის ავტომობილი ალყაში მოაქციეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.