პარლამენტი დღეს 2023 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს
მომავალი წლის ბიუჯეტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. კენჭისყრა სხდომათა დარბაზში რამდენიმე საათში გაიმართება.
ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომლის ხარჯვითი ნაწილიც 25 მილიარდია, გათვალისწინებულია დაფინანსების გაზრდა თითქმის ყველა უწყებისთვის.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს.
თავის მხრივ, ოპოზიცია თანხის არამიზნობრივ გადანაწილებაზე საუბრობს და პროექტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.