საქართველოში მიმდინარე პროცესები, ევროპისკენ გზა, ასოცირების შეთანხმება და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პერსპექტივა – ამ საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას რამდენიმე საათში ევროპარლამენტი უყრის კენჭს. ანგარიში ესტონელმა დეპუტატმა, სვენ მიქსერმა მოამზადა.
კენჭისყრას გვიან ღამით წინ უძღოდა დებატები, სადაც დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სურთ, საქართველო ევროპულ გზაზე იხილონ.
მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს ევრორეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულების პროცესსა და გამოწვევებზე. გამომსვლელებმა მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების საკითხზეც ისაუბრეს.