გიორგი აფხაზის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სამენოვანი კატალოგი გამოიცა

საქართველოს ხელოვნების სასახლემ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გიორგი აფხაზის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სამენოვანი კატალოგი გამოსცა.
„ეს ალბომი პირველი გამოცემაა, რომელიც იტალიაში მოღვაწე დიდი ქართველი შემოქმედის მოღვაწეობას ეძღვნება. 1930 წლიდან გიორგი აფხაზი აქტიურად თანამშრომლობდა რომისა და მილანის თეატრებთან. 1946 წელს კი მან ლასკას სცენაზე დონიცეტის „სიყვარულის ელექსირი“ გააფორმა.
გიორგი აფხაზის თეატრალურ ესკიზებს ფართო საზოგადოება დღემდე არ იცნობდა. ალბომი რომის ოპერასთან თანამშრომლობით გამოიცა, აქ დაბეჭდილი პუბლიკაციების ავტორები არიან: იტალიაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის თანამშრომელი ნენო გაბელია, რომის ოპერის არქივის კურატორი ალესანდრა მალუსარდი, თქვენი მონა მორჩილი გიორგი კალანდია, ასევე თეო რეხვიაშვილი, ელენე ცერცვაძე და ვახტანგ აფხაზი. კატალოგი შეადგინა ირინა მოისწრაფიშვილმა, დიზაინი კი ირაკლი ზამბახიძეს ეკუთვნის.
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ამ შესანიშნავი წიგნის პრეზენტაციას, რომელზედაც ფართო საზოგადოებას აუცილებლად მოვიწვევთ“, – ნათქვამია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები