მიხეილ სარჯველაძე: იმედი მაქვს, რომ გაისად, როდესაც ადამიანის უფლებების დეკლარაციის 75 წლისთავი აღინიშნება, ჩვენ გვექნება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნებოდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, 74 წლის წინ გაერომ მიიღო უნივერსალური ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაცია, რომელიც უნივერსალური დოკუმენტია. დიდი იმედი მაქვს, რომ გაისად, როდესაც 75 წლის თავი აღინიშნება ამ უნივერსალური დეკლარაციის მიღებიდან, ჩვენ საქართველოში გვექნება ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და მან ყველა უფლებადამცველს მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი დღე.