ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობაში” არის ძლიერი შიდა კლანური ბრძოლა, დაპირისპირება

“ნაცმოძრაობაში” არის ძლიერი შიდა კლანური ბრძოლა, დაპირისპირება – ეს ფაქტია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ნაცმოძრაობაში,, არის ძლიერი შიდა კლანური ბრძოლა, დაპირისპირება – ეს ფაქტია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ პარტიამ ბოლო ათეული წლის განმავლობაში საქართველოს ვერაფერი პოზიტიური ვერ შესთავაზა, გარდა დესტრუქციისა და ეს დესტრუქცია მათ უკვე მიიღეს პარტიის შიგნით“, – თქვა ქადაგიშვილმა.

ოპოზიციურ პარტიაში არჩევნებისთვის ემზადებიან. თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები