მიზანი მიღწეულია – სამტრედია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
დღეს 11 დეკემბერს, საფეხბურთო კლუბმა “სამტრედია” (მთავარი მწვრთნელი გიორგი შაშიაშვილი) ბოლნისის “სიონი” გასვლით მატჩშში, ჩამბას დუბლის წყალობით ანგარიშით 2-0 დაამარცხა. წარმატებულად ჩატარებული სეზონისა და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოგების შედეგად, სამტრედიის “სამტრედიამ” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადაინაცვლა, შესაბამისად მომავალი სეზონიდან “სამტრედია” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ქვეყნის უძლიერეს საფეხბურთო გუნდებთან ერთად იასპარეზებს.