ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი ყოველწლიური შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის ბირთვული მუქარები გახდა.
როგორც წყარო Bloomberg-თან საუბარში აცხადებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ მყარი რჩება.
აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ინდოეთის და რუსეთის ლიდერებმა პირისპირ შეხვედრა არ გამართეს. სამიტი, როგორც წესი, ყოველ დეკემბერს ტარდებოდა ხოლმე. აქამდე იგი მხოლოდ ერთხელ – 2020 წელს პანდემიისას გაუქმდა.