რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს.

„ვაგრძელებ რეგულარულ დიალოგს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან. დღეს განვიხილეთ ჩვენი „სამშვიდობო ფორმულის“ იმპლემენტაცია და თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებისა და ენერგეტიკული სტაბილურობის კუთხით“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები