„ამ ზამთარს უკრაინა მუდმივად ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში იცხოვრებს“ – დენის შმიგალი
ამ ზამთარს უკრაინა მუდმივად იცხოვრებს ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ქვეყნის ენერგოსისტემაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი კვლავ რჩება.
„დაზიანებულია ქვეყანაში არსებული ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით არის დაზიანებული. ამიტომ რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები კვლავ მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი ღონისძიებაა ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დაბალანსებული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ჩვენ ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში ვიცხოვრებთ. ამიტომ სახელმწიფო და მთავრობა სისტემატიზაციას უწევენ პროცესს, თუ ვინ მიიღებს ელექტროენერგიას პირველ რიგში“, – განაცხადა შმიგალმა.