საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს

7 დეკემბერს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და არჩევნები ჩატარდა. სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად  ირაკლი ბაიდაშვილი, პირველ ვიცეპრეზიდენტად მაიკლ ქოუგლი, ვიცეპრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციაზე კი გიორგი თხელიძე აირჩიეს.

ირაკლი ბაიდაშვილი აქამდე სავაჭრო პალატაში პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის ამერიკის სავაჭრო პალატაში საქართველოში ამერიკული ინვესტიციით დაფუძნებულ GMT ჯგუფს წარმოადგენს. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი – მაიკლ ქოუგლი აქამდე AmCham-ის ვიცეპრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციას იკავებდა; თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე – გიორგი თხელიძე კი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას. არჩევნებზე ხელახლა აირჩიეს დირექტორთა საბჭოს შემდეგი წევრებიც: · კოლინ დონოჰი – ოპტიმალ დიჯიტალი · აიტენ ჰაჯიევა – BP საქართველო · ოთარ ყიფშიძე – დენტონს საქართველო · კრეიგ კრამერი (ახლად არჩეული) – Gulf Georgia · იორდი კუიჯტ – Silk Hospitality/Radisson · სანდრო შელია – CAI International · ქეთი ქვარცხავა – იურიდიული ფირმა – BLC · გიორგი სვანაძე (ახლად არჩეული) – იურიდიული ფირმა – MG Law · სარა უილიამსონი პრეზიდენტის ემერიტუსად და საბჭოს საპატიო წევრად აირჩიეს · ბეტსი ჰასკელიც ასევე საბჭოს საპატიო წევრად იქნა დამტკიცებული ბორდის წევრების არჩევა, 2 წლის ვადით, არჩევნების გზით ხდება.

წლევანდელ არჩევნებში სავაჭრო პალატის 112-მა წევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნესასოციაციაა საქართველოში, რომელიც 200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და ქვეყანაში ბიზნეს ინტერესების დამცველს წარმოადგენს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და საქართველოს შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.
ამერიკის სავაჭრო პალატაში შემდეგი მიმართულებების კომიტეტები ფუნქციონირებს: სოფლის მეურნეობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მშენებლობა და უძრავი ქონება, განათლება, გარემოს დაცვა, ტურიზმი, ინოვაციები და მეწარმეობა.R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები