ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო, რუმინეთსა და ბულგარეთს – უარი განუცხადა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭო შენგენის ზონაში ხორვატიის მიღებას დათანხმდა, რუმინეთსა და ბულგარეთს კი უარი განუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონაში შესვლას 2011 წლიდან ცდილობენ. როგორც ევროკომისიამ განაცხადა, ორივე სახელმწიფო შესვლისთვის აუცილებელ ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა, ავსტრია და ნიდერლანდები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქვეყნების მესაზღვრეები და სხვა სახელმწიფო მოხელეები ჯერ კიდევ საკმაოდ მიდრეკილები არიან კორუფციისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები