ირაკლი კობახიძე: თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, კარგავს მოქალაქეობას, მოხალისეებზე არ არის საუბარი
“კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის კარგავს მოქალაქეობას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე და არა – მოხალისეებზე.
„არ ვიცი, ეს თემა რამდენად აქტუალურია, მე თვალი ვერ ვადევნე, რაზეა საუბარი, ვისთვის მოქალაქეობის დაკარგვაზეა, ეს არ ვიცი. სამართლებრივად რაც შემიძლია, გითხრათ, ეს არის ის, რომ თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში ოფიციალურად, აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, სამართლებრივი განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის მოქალაქეობას კარგავს.
აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად, ვინ რა თემას ააქტიურებს, ეს მე არ ვიცი”, – განაცხადა კობახიძემ.