მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რაც საქართველომ ინტეგრაციის პროცესში შეიძლება, გამოიყენოს

„ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც ევროკავშირთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას და იმ პერსპექტივებს უკავშირდება, რაც საქართველომ ინტეგრაციის პროცესში შეიძლება, გამოიყენოს”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო სხვადასხვა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას უკავშირდება.

„ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო არის ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც აკეთებს ევროკავშირის კანონმდებლობის ინტერპრეტაციებს, რასაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ჩვენს საკანონმდებლო პროცესში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კოენ ლენარტთან შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანმხლები დელეგაციის ლუქსემბურგში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები