ირანში აქციასთან დაკავშირებით დაკავებული აქტივისტი სიკვდილით დასაჯეს

ირანში აქციის მონაწილე, მოჰსენ შექარი სიკვდილით დასაჯეს, რომელიც დაცვის თანამშრომლის დანით დაჭრისა და თეირანში ქუჩის გადაკეტვისთვის გაასამართლეს.

მედიის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულის ქმედებები წარმოადგენდა „ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლის დანაშაულს“.

თავად აქტივისტი აცხადებდა, რომ იგი “სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე” გაასამართლეს.

ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალი მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავების შემდეგ გადაიცვალა. თვითმხილველები და ახლობლები ამბობენ, რომ მაჰსა ამინი დაკავებისას სცემეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ცნობით, ირანის ხელისუფლება, სულ მცირე, 21 პირის სიკვდილით დასჯას გეგმავს ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები