„როგორ მინდა, რომ კიდევ ერთხელ შემიყვარდეს“ – იტალიელი მწერალი ფედერიკო ფელინის შესახებ

„სიკვდილამდე ორი დღით ადრე ფედერიკო ფელინიმ თქვა: „როგორ მინდა, რომ კიდევ ერთხელ შემიყვარდეს!“
მე შოკირებული ვიყავი! უფსკრულის პირას მდგომ ადამიანს სურდა, რომ კიდევ ერთხელ შეჰყვარებოდა, მიწაზე ელივლივა, დამორჩილებოდა იმას, სულის ორკესტრის მუსიკა მოესმინა… ის არ საუბრობდა ქალზე, მას უნდოდა ეთქვა, რომ სიყვარული – ეს ცხოვრების ერთ-ერთი ჯადოსნური მომენტია.
როდესაც შენ გიყვარს, შენ აღარ ხარ უბრალოდ ადამიანი. შენ სურნელი ხდები. შენ არ დადიხარ დედამიწაზე, შენ მასზე ლივლივებ. აი, ეს, შეყვარებულობის გრძნობა არის მთავარი ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ხარ შეყვარებული – ქალზე, სამსახურზე, მსოფლიოზე  ან ცხოვრებაზე…
სიყვარული – ეს არის ბედნიერება ან სევდა, არ არის ჯილდო ან გამოცდა, არამედ ყველაფერი ერთად – მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში, საიდუმლო ბილიკი, რომელიც უნდა გაიარო. სიყვარული ყოველთვის მიდის, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული, მაგრამ ერთი მდგომარეობა ყოველთვის გადადის მეორეში და ეს მეორე შესაძლოა გაცილებით ძლიერი გრძნობა იყო, ვიდრე – შეყვარებულობა. 
დღეს ქორწინებები არ არის ხანგრძლივი და ყოფილი შეყვარებულები კარგავენ შესაძლებლობას, გაიგონ თუ რაოდენ საოცარია ერთად, ხელიხელჩაკიდებული სიარული სიკვდილისკენ. ბევრს ეჩვენება, რომ ახალი ურთიერთობები გაცილებით მეტ გრძნობას მოუტანთ. ეს ასე არ არის.
იტალიურ ენაში არსებობს სიტყვა, რომლის გადათარგმნაც შეუძლებელია – „ვოლიე ბენე“. სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს – „გინდოდეს კარგად“. არსებობს „ამორე“ – სიყვარული და არსებობს ასევე „ვოლიე ბენე“ – ეს მაშინ, როდესაც ადამიანის მიმართ ისეთი გრძნობა გაქვს, რომ მასზე მეტად ახლო არავინაა. ყველაზე ძლიერი გრძნობა დედამიწაზე არის ის, როდესაც „ამარე“ გადადის „ვოლიე ბენე“-ში. ის მხოლოდ თანაცხოვრების მრავალი წლის შემდეგ მოდის. ასეთი ხანგრძლივი კავშირის დაკარგვა გაცილებით ტრაგიკულია, ვიდრე სიყვარულის დაკარგვა.
ძალიან დიდი „ვოლიე ბენე“ იყო ჩემს უდიდეს მეგობარ ფედერიკო ფელინისა და ჯულიეტა მაზინას შორის. ფელინის მსოფლიოს ყველა ქალი ევლებოდა თავს, მაგრამ მისი უკანასკნელი ჟესტი ჯულიეტასადმი სიყვარულის ჰიმნს ჰგავდა – თითქმის პარალიზებული ის კლინიკიდან გაიქცა, როდესაც გაიგო, რომ ჯულიეტა რომში დაიღუპა. მან 500 კილომეტრი გადალახა და მის გვერდით დაწვა. როდესაც ფელინიც დაიღუპა, მაშინ გაქრა ჯულიეტაც“.
იტალიელი პოეტი, მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი – ტონინო გუერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები