ირაკლი კობახიძე – ჩვენ, 2024 წლის 28 ნოემბერს, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი, ახლა დარჩათ ერთადერთი – ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი, ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება
ჩვენ, 2024 წლის 28 ნოემბერს, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიას გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ახლა დარჩათ ერთადერთი – ვიზალიბერალიზაცია და ცდილობენ, დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.
„რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს, მგონი თავადაც აანალიზებენ ამ დონეზე პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის, ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს,”- აღნიშნა პრემიერმა.