“რუსეთში დამცავი ნაგებობების აშენება დაიწყეს” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან და ბელგოროდის ოლქში თავდაცვითი პოზიციების გაფართოება დაიწყო.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაშია ნათქვამი.

დაზვერვის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბელგოროდში თხრილების გაყვანის შესახებ ცნობები, სულ მცირე, აპრილიდან ვრცელდება, მაგრამ ამჟამინდელი კონსტრუქციები გაცილებით რთულ სისტემებს წარმოადგენს, რომლებიც შექმნილია მექანიზებული თავდასხმის მოსაგერიებლად.

„სავარაუდოა, რომ რუსეთის ხელისუფლება თავდაცვითი ნაგებობების აშენებით მოსახლეობაში პატრიოტული გრძნობების გაღვივებას ცდილობს. აღნიშნული კი სავარაუდოა, რომ ხელისუფლების გულწრფელი (მაგრამ ყალბი) შეხედულების მაჩვენებელია, რომ არსებობს უკრაინული ძალების შემოჭრის რეალური საფრთხე”, – ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები