მევლუთ ჩავუშოღლუ: ფინეთმა ანკარას იარაღის ემბარგო უნდა გაუუქმოს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ფინეთმა ანკარას იარაღის ემბარგო უნდა გაუუქმოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანება მოითხოვეს, თუმცა თურქეთმა უარი თქვა მათი განაცხადის მხარდაჭერაზე მანამ, სანამ რამდენიმე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, მათ შორის ქურთი „ბოევიკების“ წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირება და თურქეთისთვის იარაღის გაყიდვის აკრძალვის მოხსნა.
„მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის თავდაცვის მინისტრი თურქეთში ჩამოდის, რადგან ჯერ არ ყოფილა განცხადება ფინეთიდან, რომ მათ გააუქმეს იარაღის ემბარგო. ველოდებით მათგან ასეთ განცხადებას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.