“საბრძოლო მოქმედებების ზონა გაფართოვდა” – ზელენსკი დონბასში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა, საიდანაც შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.
ვიდეო ზელენსკის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.
კადრში ჩანს, რომ უკრაინის ლიდერი ქალაქ სლავიანსკის შესასვლელთან იმყოფება.
სლავიანსკი დონეცკის რეგიონის რეგიონალური ცენტრია, რომელიც 2014 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 2022 წელს ის რუსული არმიის ერთ-ერთი სამიზნე იყო, მაგრამ უკრაინა მას დღემდე აკონტროლებს.
“ამ დღეს ფრონტის ხაზზე ჩვენს მებრძოლებთან ერთად ვხვდები. დღეს დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გაფართოვდა, ბრძოლა გართულდა, ფასი გაიზარდა”, – თქვა ზელენსკიმ.