რატი იონათამიშვილი: ჩვენი ქვეყანა პროაქტიულად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რამაც, საბოლოოდ, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს
“ჩვენი ქვეყანა პროაქტიულად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რამაც, საბოლოოდ, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი დამსახურებულად გახდეს.
„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირველ ყოვლისა, ჩვენი თაობებისა და მოსახლეობის წინაშე. ამიტომ, ჩვენ, ცხადია, მომავალშიც გადავდგამთ ყველა იმ ნაბიჯს იმისთვის, რომ დამსახურებულად გახდეს საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.