უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, 6 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – უკრაინულის მედიის ცნობით, ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშშია აღნიშნული.
გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან უკრაინაში 6 702 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 479 – დაშავდა.
ანგარიშის თანახმად, გარდაცვალებისა და დაშავების მიზეზი ძირითადად იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება, მათ შორის მძიმე არტილერიით დაბომბვა, სარაკეტო თავდასხმა და საჰაერო დარტყმები.
ამასთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ინფორმაციის მიღება შეფერხებულია.