ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავზე რუსეთის კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე აჩვენებს, რომ ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც ერთი ტერორისტი ხალხის ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, ტერორის შეჩერება ერთობლივი ამოცანაა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, დღევანდელი სარაკეტო შეტევით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის კიდევ ერთი წლისთავი „აღნიშნა“ – დოკუმენტი, რომლის ბედი იძლევა პასუხს რუსეთის შესახებ დღევანდელ ბევრ კითხვაზე.
„უბრალოდ ხელი მოაწერო რამეს ამ ტერორისტებთან – არ იქნება მშვიდობა. მხოლოდ რაღაცაზე შეთანხმდე მათთან – ისინი ამას აუცილებლად დაარღვევენ. რუსეთს სხვების უსაფრთხოების ელემენტები მისცე ნიშნავს ახალ ომს.
ამიტომ საჭიროა მსოფლიოს კეთილსინდისიერი სახელმწიფოების არსებული პოლიტიკის ფუნდამენტური გაგრძელება: მხოლოდ რუსეთის ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, მხოლოდ მთელი ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება და მხოლოდ მკვლელების პასუხისგებაში მიცემა შეძლებს მშვიდობის მოტანას. მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.