მწერალი და კრიტიკოსი კობა იმედაშვილი გარდაიცვალა

3 დეკემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა კრიტიკოსი, პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, პუბლიცისტი – კობა იმედაშვილი.
დაიბადა 1935 წლის 18 აპრილს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ლიტერატურის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, რუსთაველის თეატრის ლიტერატურული ნაწილის განყოფილების გამგე, პირველი საშუალო სკოლის პედაგოგი, თეატრალური და პედაგოგიური ინსტიტუტების ლექტორი.
ხელმძღვანელობდა ტელევიზიის შემოქმედებით გაერთიანება „სხივს”, იყო  სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, 1992-2003 წლებში კი – სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილების უფროსი.
პირველი მოთხრობა 1950 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრიტიკული წერილი – 1955 წელს, პირველი მონოგრაფია „ადამიანი და დრო“ – 1967 წელს.
ავტორია წიგნებისა: „ჩიორა“ (1969), „ოცდაათი წლის შემდეგ“ (1977), „კონსტანტინე ლორთქიფანიძის პროზა“ (რუსულ ენაზე, 1979), ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებია XX საუკუნის ქართული ლიტერატურის საკითხებზე. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის კვლევასა და განვითარება-პოპულარიზაციაში.
კობა იმედაშვილი იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები