კრწანისის რაიონის გამგებელმა 2022 წელს შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. 2022 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღსანიშნავია სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, რომელიც 6 მისამართზე განხორციელდა. სპორტული მოედნები მოეწყო ან რეაბილიტირდა 10 მისამართზე, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასფალტის საფარი შეიცვალა 25 150 კვ.მ. ფართობზე – ჯამში, 113 მისამართზე. ასევე, მიმდინარე წელს დასრულდა აბანოს ქუჩა N23-ში მდებარე კულტურული ძეგლის რეაბილიტაციაც. პრეზენტაციაზე კრწანისის რაიონის გამგებელმა 2023 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.

„მიმდინარე წელს, კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით, შესრულდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური პროექტები; ჩავატარეთ საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიებები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს დავეხმარეთ, მოეგვარებინათ ის პრობლემები, რომლებიც სამეზობლოს აწუხებდა. მომავალ წელს გვაქვს კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი და ბუნებრივია გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი რაიონის მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.
ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები