თურქეთში, სამსუნის პორტში აფეთქება ნავთობის ტანკერში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.
CNN Turk-ის ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრეების ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა.
მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.