“აშშ-ის გარეშე ევროპას რუსეთის წინააღმდეგ საკმარისი ძალა ვერ ექნებოდა” – სანა მარინი

ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპული ქვეყნების სისუსტეები გამოავლინა, ასევე, მათი სტრატეგიულად არასწორი გათვლები რუსეთთან ურთიერთობაში.

ამის შესახებ მან ავსტრალიაში ვიზიტისას, სიდნეის ანალიტიკურ ცენტრ “ლოუის ინსტუტში” თქვა.

”ძალიან გულწრფელად გეტყვით, უმოწყალოდ გულწრფელად. ევროპა ახლა არ არის საკმარისად ძლიერი. შეერთებული შტატების გარეშე ჩვენ უბედურებაში ვიქნებოდით”, – თქვა მარინმა.

ამასთან, ფინეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინის უზრუნველყოფა „ყველაფრით, რაც საჭიროა“ და, ამავდროულად, ევროპის თავდაცვითი პოტენციალის გაზრდა.

“ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვზრდით ევროპის თავდაცვით შესაძლებლობებს, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიას და დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ სხვადასხვა სიტუაციას გავუმკლავდებით”, – ხაზგასმით აღნიშნა სანა მარინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები