საფოსტო ტერორიზმი – მადრიდში, აშშ-ის საელჩოში ბომბი იპოვეს

აშშ-ის საელჩომ მადრიდში მიიღო წერილი, რომელიც იმ წერილის მსგავსია, რომელიც უკრაინის საელჩოსა და სხვა ობიექტებში დაიგზავნა.

ამის შესახებ ტელეარხი – La Sexta იტყობინება.

ამჟამად, საელჩოს შენობა შემოსაზღვრულია.

მანამდე, ესპანეთის სადაზვერვო სამსახურებმა მესამე საეჭვო ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რაც ევროკავშირის ცენტრში, რომელიც მადრიდის მახლობლად მდებარე საჰაერო ძალების ბაზაზე მდებარეობს, პოსტით იყო გაგზავნილი.

საეჭვო შეფუთვის შემოწმების შემდეგ, უშიშროების თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ის შეიცავდა “მექანიზმს”.

პოლიცია შეფუთვას ამ დრომდე იკვლევს.

30 ნოემბერს ორი ამანათი იყო გაგზავნილი მადრიდში უკრაინის საელჩოსა და სარაგოსში იარაღის მწარმოებელ კომპანიაში. კომპანია Instalaza ასევე აწარმოებს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, რომლებსაც უკრაინის არმია რუსეთთან ომში იყენებს.

პირველი ბომბი აფეთქდა, რის შედეგად უკრაინის საელჩოს თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

გარდა ამისა, დღეს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 24 ნოემბერს მსგავსი წერილი ასაფეთქებელი მოწყობილობით ესპანეთის პრემიერმინისტრის ოფისში შევიდა.
Write to მარიამ ტიელიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები