ლავროვმა აშშ-სთან დიალოგის განახლების პირობა დაასახელა

რუსეთი მზად არის, დაუბრუნდეს შეერთებულ შტატებთან დიალოგს, თუ ვაშინგტონი გააცნობიერებს თავის შეცდომებს და გამოთქვამს მზადყოფნას, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროექტები განიხილოს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ამის შესახებ მან მოსკოვში პრესკონფერენციაზე აღნიშნა.

„თუკი ჩვენი დასავლელი თანამოსაუბრეები გააცნობიერებენ თავიანთ შეცდომებს და გამოთქვამენ მზადყოფნას, დაუბრუნდნენ იმ დოკუმენტების განხილვას, რომლებიც დეკემბერში შემოგვთავაზეს, ვფიქრობ, ეს იქნება პოზიტიური ფაქტი. მეეჭვება, იპოვონ ამის ძალა და გონივრულობა, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, მზად ვიქნებით, დავუბრუნდეთ მათთან საუბარს“, – თქვა რუსმა დიპლომატმა.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა „უარყო ეს წინადადებები, მათ უკვე გადადგეს რიგი ნაბიჯები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება დიალოგის განახლების პერსპექტივებს“.

ასეთ ნაბიჯებს შორის ლავროვმა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება დაასახელა, რომ თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, მაშინ ნატო-ში მისი წევრობის საკითხი არ განიხილება.

„მსგავსი განცხადებების უპასუხისმგებლობა აშკარაა, პოლიტიკაში თუნდაც მცირედით გარკვეული ნებისმიერი ადამიანისთვის“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები