ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის საზღვართან პროვოკაციებია გაზრდილი

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან პროვოკაციების რაოდენობა გაზრდილი.

მისი თქმით, ამაზე ქვეყნის ყველა ძალოვანი უწყება მიანიშნებს.

ამის შესახებ ლუკაშენკომ ქვეყნის ძალოვან ბლოკთან შეხვედრაზე თქვა, რომელთანაც თავდაცვის საკითხებს და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს.

„ყველა სამართალდამცავი უწყება აღნიშნავს სახელმწიფო საზღვართან პროვოკაციების რაოდენობის ზრდას. უკრაინა, ნებისმიერი საბაბით, დიდი ალბათობით, ცდილობს ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების კონფლიქტში ჩათრევას. ყოველივე ამას ადასტურებს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნა“, – თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები