ბჟანიამ თანამებრძოლი კვიწინია რუსეთში ე.წ. ელჩად დანიშნა

რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩად ალხას კვიწინია დაინიშნა.

შესაბამის განკარგულებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა.

კვიწინია ბჟანიას ე.წ. გაპრეზიდენტების შემდეგ, 2020 წლის 24 აპრილიდან 2022 წლის 12 აგვისტომდე მისი ე.წ.ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. კვიწინია ​ჯანსუჰ ნანბამ შეცვალა.

რუსეთში ე.წ. რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიას იგორ ახბა ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები