ლიეტუვა უკრაინის მხარდასაჭერად 13 მილიონ ევროს გამოყოფს
ლუეტუვის მთავრობა უკრაინას დამატებით 13 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გამოყოფილი თანხიდან ხუთი მილიონი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკის ფონდში ჩაირიცხება, ოთხი მილიონი – უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.
გარდა ამისა, ორი მილიონი ევრო მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად იქნება ჩარიცხული. ასევე, ორი მილიონი ევრო მოხმარდება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას.
Today 🇱🇹 government approved 13 mil 💶 support for 🇺🇦.
– 5 mil 💶 to the World Bank fund for Ukraine.
– 4 mil 💶 for restoration of 🇺🇦 energy infrastructure.
– 2 mil 💶 for 🇺🇦 war refugees in Moldova.
– 2 mil 💶 to "Grains from Ukraine" initiative.— Arvydas Anušauskas (@a_anusauskas) November 30, 2022