ევროკომისია უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსების შეჩერებას ითხოვს
ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება რეკომენდაციით გამოდის, უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსების გაცემა შეჩერდეს, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობამ ვერ შეძლო ფართო რეფორმების განხორციელება. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, საუბარია 5.8 მილიარდი ევროსა და 7.5 მილიარდი ევროზე, რომლებიც პოსტპანდემიური აღდგენის გეგმიდან და ევროკავშირის ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი.
„არავითარი თანხები არ იქნება, ვიდრე სათანადოდ არ იქნება განხორციელებული აუცილებელი ეტაპები“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა.