ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ნატოს, არ გაიმეოროს იგივე შეცდომები ჩინეთთან, რაც რუსეთთან მიმართებაში დაუშვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ნატოს მეტი სიფრთხილით მოეკიდოს ჩინეთთან კავშირებს,  ეკონომიკური დამოკიდებულება შეიძლება სახიფათო იყოს, რაც რუსეთთან არსებულმა ვითარებამ დაადასტურა.

ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ დავინახეთ, რას ნიშნავს რუსეთზე დამოკიდებულება ყველა ჩვენგანისთვის დასავლეთში, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ გაკვეთილი ვისწავლეთ და არ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს ჩინეთთან“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა კოლეგებთან კულისებში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები