ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი. ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში, ერთობლივად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი. “დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება და ისჯება კანონის შესაბამისად. ერთად დავიცვათ საქართველოს ბუნება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები